Search

E.M.P.A.T.H.Y

ექიმსა და პაციენტს შორის არავერბალური ურთიერთობის ინსტრუმენტი


ამ საკითხის განხილვას არ აქვს დათმობილი სათანდო დრო და ყურადღება სამედიცინო სასწავლებლებში. ძალიან მწირე არის ინფორმაცია და ექიმებს თვითონ უწევთ ჩამოაყალიბონ ურთიერთობები პაციენტთან, პირადი შეხედულებების და საკუთარი წარმოდგენების შესაბამისად.

ეს იწვევს შეცდომების დაშვებას პაციენტთან ურთიერთობისას და შესაბამისად ,მოქმედებს გამოჯანმრთელებზე და პაციენტის კმაყოფილებაზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ არასწორი კომუნიკაცია იწვევს ექიმის გადაღლას , გულგრილობას, შეცდომების დაშვების ალბათობის ზრდას.



ძალიან მნიშვნელოვანია იყის იმის გაგება რომ, ექიმს ქონდეს აქცენტი არა იმაზე "რა თქვა", არამედ "როგორ თქვა" .

"როგორ თქვა" - ეს არის არავერბალური მხარე და გაცილებით მეტ ინფორმაციას აწვდის პაციენტს რეალური შემთხვევის შესახებ, ვიდრე სიტყვები.


მაგალითები ბევრია და ყოველდღიურად გვხვდება ან გვესმის პაციენტებისგან:


"ექიმთან შესვლისას , არც კი შემომხედა ისე მკითხა სახელი .თვალი არ მოუცილებია მონიტორისგან"....

" გამალებით წერდა ქაღალდზე და ვერც მიხვდა ,რომ კაბინეტში შევედი..."

" მე ჩემი პრობლემა მაქვს , კბილი ძალიან მტკივა, ექიმი კიდევ ასისტენტთან რაღაც საკითხს განიხილავს და მე არც მაქცევენ ყურადღებას..."

".. ყველაფერი კარგად იქნება - მითხრა ექიმმა ჩემი საშინელი დაავადების შესახებ , თუმცა მისი სახის გამომეტყველება და ქცევა, იგივეს არ ამბობდა"


შეიძლება თქვენ, ყველაფერი ამომწურავად აუხსენით პაციენტს სიტყვებით, მაგრამ ის მაინც არ დაგთანხმდათ მკურნალობაზე - შეიძლება მას თქვენი ხმა არ მოეწონა ან მრისხანე გამომეტყველება გქონდათ , სახეზე კი ხელოვნური ღიმილი.( არავერბალური ნიშნები)

"პაციენტმა არ შეასრულა დანიშნულება და არ გაითვალისწინა რჩევები- ჯანმრთელობის გაუმჯობესება არ მოხდა - სიტყვებით კი შეიძლება აუხსნა და უთხრა ექიმმა ყველაფერი, დაუწერა კიდეც, მაგრამ პაციენტმა არ მიიღო ,რადგან ექიმის არავერბალური ნიშნები ( ქცევა) არ იყო დამაჯერებელი და ვერ მოიპოვა ნდობა პაციენტში."


ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმი ფლობდეს პაციენტის არავერბალური ქცევების გამოცნობის უნარს, მასთან სანდო კომუნიკაციის ჩამოყალიბების მიზნით. ეს ზრდის პაციენტის დამყოლობას და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო გამოსავალის პროცენტს.


არავერბალური კომუნიკაციის უნარებს არ ასწავლიან უნივერსიტეტში. თუმცა ბევრი ნამუშევარია შექმნილი ფსიქოლოგებს და ნეირობიოლოგების მიერ და არსებობს ინსტრუმენტიც, რომელიც ზომავს ემპათიის გამოვლინებას. ამ ინსტრუმენტის ფლობა,აადვილებს ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობას .

ამერიკელი კლინიკიცისტების,ნეირობიოლოგების და ფსიქოლოგების ამ საკითხზე მუშაობის შემდეგ ,ჩამოაყალიბეს ემპათიის ჩეკ-ლისტი.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამის სწავლას არ უთმობენ დიდ ყურადღებას უნივერსიტეტებში, მაგრამ მუდმივად ტარდება ტრენინგები კლინიცისტებისთვის, ევროპის და ამერიკის სამედიცინო სკოლებში და ტესტირების საფუძველზე ფასდება ექიმის ემპათიის უნარი, რომელიც გადამწყვეტია პაციენტთან ურთიერთობაში, გამოჯანმრთელების მაჩვენებლის ზრდის და შეცდომების დაშვების შემცირების მიზნით.


ზოგადად ,ემპათია ყველასთვს გასაგებია ინტუიტიურ დონეზე და ერთი სიტყვიითაც შეიძლება გამოიხატოს - თანაგრძნობა .

მაგრამ როგორ აქვს ამას გამოხმაურება პრაქტიკაში და რა არის ის ქმედებები , რომელიც შეამოწმებს, რამდენად ვართ ემპათიურები?



E.M.P.A.T.H.Y -

E- თვალით კონტაქტი

M - მიმიკა

P - პოზა

A- გავლენა ( affect)

T - ტონი

H - მოსმენა

Y -თქვენი პასუხი


ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იქნა Massachusetts General Hospital, 2010– 2012 პერსონალის კომუნიკაციის ტრენინგზე, როგორც არავერბალური კომუნიკაციის ერთიანი კონცეფცია, რომელიც კლინიცისტებს ასწავლის არავერბალური ქცევების ჩამოყალიბებას და ითვლება ემპათიის შეფასების ინსტრუმენტად.


ეფექტური სიტყვიერი ურთიერთობის გარდა არავერბალური კომუნიკაციის უნარების ფლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტის დამყოლობის, ნდობის, კმაყოფილების და ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემთხვევების გაზრდისთვის.


უფრო დეტალურად ამ აბრევიატურის შესახებ


E - თვალით კონტაქტი


სოციალური შემეცნების ძირითადი კომპონენტი - პირველი სიგნალი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა მეორე შენიშნა. პაციენტთან თვალით კონტაქტის დამყარება განიხილება, როგორც პაციენტის ჩართულობის ელემენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია .

აუტისტი პაციენტების ნეიროვიზუალიზაციის და ელექტროფიზიოლოგიური კვლევებით მტკიცებულება მიუთითებს თვალით კონტაქტის მნიშვნელობაზე .

40 სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ „სოციალური მზერა… გვაძლევს საშუალებას… პაციენტთან ერთობლივი ძალისხმევით , შვქმნათ კოორდინირებული მოქმედების საფუძველი. "


M- სახის გამომეტყველება, მიმიკა, ქცევა


- მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ქვეშცნეულად მოქმედებს პაციენტზე და განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას მკურნალობის მიმართ. არსებობს სახის მიმიკის 7 ძირითადი გამოხატულება და ამის გაშიფვრა ექიმის მხრიდან საჭიროა,( განსაკუთრებით შიში - პაციენტისთის დამახასიათებელი ) რადგან პაციენტის არაადექვატური,ასოციალური მოქმედების პროგნოზირება არის შესაძლებელი.


P - პოზა

-სახის გამომეტყველების მიუხედავად, პოზა აჩვენებს ადამიანის რეალურ მდგომარეობას. ის უფრო ზუსტად რეაგირებს დადებით და უარყოფით შინაგან განცდებზე.

ექიმის პოზა ახდენს გავლენას ემპათიის რეიტინგზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ,პაციენტის მიმართ ექიმის ,დამჯდარ ან ფეხზე დგომის შემთხვევაში თვალის დონეზე , პოზიცია. გამოხატავს პაციენტის მიმართ ღიაობას , მიმღებლობას, ყურადღებას.

ეს კი,განაწყობს პაციენტს, მოგყვებათ და ნაკლებ წინააღმდეგობებს გიწევთ.


A - გავლენა

- მიუხედავად იმისა, რომ არავერბალური კომუნიკაციების უმეტესობა ქვეცნობიერია, პაციენტების ემოციური მდგომარეობის შეგნებული შეფასება გადამწყვეტია ,პაციენტის კმაყოფილების, გაზრდილი ერთგულების და შფოთვის შემცირებისთვის.

პაციენტის მენტალური გაშიფვრა და ამის გათალისწინებით მოქმედება ,ქმნის კეთილგანწყოილ დამოკიდებულებას და სანდო ატმოსფეროს.

სხვისი გადაწმუნება რთულია . ნებისმიერი ადამიანის ბუნებაა გადაწყვეტილება მიიღოს თვითონ და თუ ექიმს ამის გამოკვლევა შეუძლია, ის მარტივად დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, ისე რომ პაციენტმა ჩათვალოს საკუთარ გადაწყვეტილებად.


T- ხმის ტონი, ტემბრი


-კვლევის საფუძველზე - ( USA) სასამართლო დ ავები უფრო მეტი მოდის ისეთ ექმებზე, რომლებსაც აქვთ მკაცრი ,უხეში ტონი ეს დაადგინეს ჩანაწერების საფუძველზე.

ექიმის ტონი, რომელიც თბილი და მშვიდია თითქმოს არ ქონიათ დავა პაციენტებთან.

საქართველოში როგორ არის ეს საკითხი შესწავლილი და გამოკვლეული - ინფორმაციას არ ვფლობ.



H- პაციენტის მომსმენა


პაციენტი საუბრობს და ამასთანავე არავერბალურად გამოხატავს თავის შინაგან მდგომარეობას.

თუ ექიმს არ შეუძლია არავერბალური ნიშნების ამოცნობა და სწორად შეფასება, ის პაციეინტთან ურთიერთობას ვერ ჩამოაყალიბებს. თუ ექიმს არ შეუძლია პაციენტის არავერბალურ სივრცეში მოხვედრა და არ არის სინქრონი - კავშრი შეწყვეტილია და გამოდის, რაც უნდა ილაპარაკოს პაციენტ,ა,ექიმთან ის საერთოს ვერ ნახავს.

დაკვირვება: ნებისმიერი ექიმს პაციენტის მშვიდად შეუძლია უსმინოს 15 წამი.

შემდეგ აწყვეტინებს საუბარს და იწყებს მოქმედებას, რაც პაციენტში იწვევს უარყოფით განცდას: - მას არ უსმენენ. ის არ აინტერესებთ. შედეგი კი, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია....


Y- თქვენი პასუხი


ექიმებს გამომუშავებული აქვთ/უნდა ქონდეთ საკუთარი ემოციების დაბლოკვა და სიტუაციის რაციონალურად შეფასება.წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ გამოუვა ურთიერთობა არა მარტო პაციენტთან, არამედ კოლეგებთან



ემპათიის ბენეფიტები


როდესაც ექიმები წარმატებით ფლობს არავერბალურ კომუნიკაციის ინსტრუმენტებს, ჩვენ მათ ემპათიურებს ვუწოდებთ.

თნაგრძნობა აუცილებელია კლინიცისტებისთვის,რათა გამოხატონ ზრუნვა და შექმნან პაციენტისთვის დადებითი გამოცდილება.

არავერბალური კომუნიკაციის უნარების ფლობა დაკავშირებულია გამოჯანმრთელების მაღალ მაჩვენებელთან .მათ შორის, არტერიული წნევის სტაბილურობა, შრომისუნარიანობის სწრაფად აღდგენა და სხვ.

თვითონ ექიმს კი, იცავს სტრესის და პროფესიონალური გადაწვისგან.



ინფორმაციის მიღება , როგორც ვიცით, არ ნიშნავს, რომ რაც წავიკითხეთ და დავეთანხმეთ, იმას აუცილებლად გავაკეთებთ.

პროფესიონალური ჩვევების სწავლა/დახვეწა/გამომუშავება დიდ ძალისხმევას მოითხოვს- არავის გამოსვლია პირველივე ჯერზე კბილის სწორად დამუშავება ,რესტავრაცია ,ექსტრაქცია..... მაგრამ წვრთნის შემდეგ , ყველა იძენს თავდაჯერებულობას და ავტომატიზმამდე აქვს დაყვანილი მანიპულაციაის შესრულება.

ეს არის ,პროფესიონალური უნარები hard skills


ასევე წვრთნა ჭირდება soft skills -ს, ანუ იმას , რაც საკუთარი პროფესიონალიზმის , საკუთარი სასარგებლო რესურსის ,სხვისთვის გაგები და ნდობის მოპოვებისთვის არის საჭირო. ამ , რბილ უნარებს მედიცინაში , არაფერი აქვს საერთო ადამიანის ყოფითი, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან, რომელსაც ავლენს საკუთარ გარემოში ოჯახის, მეზობლების, ნაცნობების, ნათესავების და ა.შ გარემოცვაში.

ეს უნარები ისწავლება და იწვრთნება მუდმივი სწავლების ( მოკლევადიანი ტრენინგების) საფუძველზე.


ტრენიგები ხელმისაწვდომია ნეისმიერ კლინიკას შეუძლია დაგვიკვეთოს. დეტალებისთვის შეიგიძლიათ მოგვწეროთ საიტზე ჩატში

9 views0 comments