Search

ჭირდება თუ არა სტომატოლოგს საიტი

ერთმნიშვნელოვნად, დიახ!




სანამ საიტის დამზადებას შეუკვეთავთ, მანამ რამდენიმე საკითხი უნდა გაარკვიოთ:


როგორი საიტები არსებობს:

სავიზიტო -ერთი გვერდი: ვინ ხარ ,რა ხარ , რას აკეთებ,საკონტაქტო მონაცემები. მიზანი - უბრალოდ გაცნობა. ( Adsgoogle)

ლენდინგი- ერთი გვერდი , თითო სტომატოლოგიურ მკურნალობა/მანიპულაციაზე: დაისახე მიზანი, რომ კბილების გათეთრებაზე მინდა ...რაოდენობის პაციენტები და მიზანმიმართულად გროვდება პოტენციური პაციენტების კონტაქტები. სავიზიტოსგან განსხვავდება რამდენიმე ელემენტით( ვისაც ძალიან დააინტერესებს პირადად ავუხსნი)-

მრავალგვერდიანი - როგორც კლინიკის ასევე პირადი - უფრო მეტი ინფორმაცია კლინიკის შესახებ, ექიმების, მომსახურებების , სტატიები, ბლოგები, ვიდეჩანაწერები და ა.შ

სასწავლო საიტი - თუ ლექციებს ან ვებინარებს ატარებ და მოსწავლეები გყავს, ჩვეულებრივი ონლაინ სკოლა იქმნება. აქ საჭიროა პირადი კაბინეტების ორგანიზება , გადახდის სისტემოს მიერთება, ინტეგრაცია zoom და მსგავსებთან

მაღაზია - მაღაზია პროდუქტით ( სტომატოლოგიური) , გადახდის სიტემით, ჩათით, გამოწერის ფორმით და ა.შ






როგორი საიტი გინდა რომ გქონდეს, რისი მოგვარება გინდა საიტით?

ამას ვერავინ გადაწყვტავს თქვენს გარდა. ის, ვინც საიტს გიმზადებთ ,მხოლოდ ტექნიკურად შეასრულებს სამუშაოებს და ვერანაირად ვერ შთაბერავს სულს. ნუუუ... ეხლა თუ თქვენი ბიძაშვილია და კრეატიულიცაა და თან სტომატოლოგიც ,შეიძლება კი მოგაწოდოთ იდეები.


კლინიკისთვის გინდა თუ პირადი?

ამას აქვს მნიშვნელობა, რადგან აქ , თქვენ თვითონ ხართ ბრენდი ( ამ სიტყვის არ შგეშინდეთ.ყველა ადამიანი თავისებურად ბრენდია... შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ)

აქ სასარგებლოა "ბრენდის შექმნა"-ს შესახებ წაიკითხოთ ან მოუსმინოთ ლექციებს, რადგან მნიშვნელოვანი რაღაცეებია გასათვალისწინებელი


რამდენად თვითდისციპლინირებული ხარ?

შენ ხარ საკუთარი თავის წინაშე პასუხისმგებელი და უფროსი არ გყავს( პირადი საიტის შემთხვევაში). ამიტომ , თვითდისციპლინა არის უმნიშვნელოვანესი. საიტმა , რომ იმუშაოს მასზე მუდმივი ,სისტემატური მუშაობაა საჭირო ახალი, ტექსტური თუ ვიზუალური კონტენტის განსათავსებლად .


დრო

აუცილებლად უნდა გქონდეს დროს სწორად განაწილების გეგმა შემუშავებული.

მაგ: კვირა დღეს, 4 საათი ვალამაზებ ჩემ საიტს და არავითარ შემთხვევაში ამას არ გადავუხვევ( ნუუუ... უკიდურესი გამონაკლისები მოსულა)


სიახლეები

მიყვარს კითხვა, მოსმენა, ანალიზი. ყოველთვის ვაცნობ ჩემ პაციენტებს სტომატოლოგიის სიახლეებს ჩემი საიტის მეშვეობით. ეს არის ერთერთი ინსტრუმენტი პაციენტებთან კარგი ურთიერთობების შესაქმნელად.


ჩატი

საიტზე აუცილებლად უნდა იყოს დაუყონებელი კავშირი ჩატის სახით. თუ ვინმემ შეკითხვა დაგისვათ, პასუხი დაუყონებლივ უნდა გასცე- ეს ზრდის კარგ დამოკიდებულებას და შემდეგი ურთიერთობის გაგრძელებას განაპირობებს.

"ჰმ... სწრაფად ვერ ვუპასუხებ,მე ხომ ვმუშაობ?!" - ოკ. დაიქირავე ვინმე, ვინც უპასუხებს


ონლაინ ჩაწერა

ეს მოსახერხებელია პაციენტებისთვის. თუმცა, როგორც დავაკვირდი , ქართულ საიტებზე მაინცდამაინც არ მუშაობს/არასწორად მუშაობს. პაციენტს უნდა ჩაწერა საიტზე, ღილაკი კი აგზავნის კონტაქტის დატოვებაზე .კი, როგორც ვარიანტი შესაძლებელია, მაგრამ იმ კონტაქტს არავინ უკავშირდება, რადგან თვითონ დრო არ გაქვს ბექში ნახო, ვინ დარეგისტრირდა და დაუყონებლივ გადაურეკო და დაუდასტურო ჩაწერა - ამისთვისაც ერთი ადამიანია საჭირო. რათქმაუნდა არსებობს ავტომატური ინსტრუმენტები დამატებითი საფასურის ხარჯზე ( სიატის მომსახურების ფასი იზრდება).ამისთვის მზად უნდა იყო. ავტომატური ნიშნავს, რომ კონტაქტები, რომელიც CRM -ში იყრება ,თაგები ენიჭება და ასე ლაგდება.აქ ერთი კაცი მაინცაა საჭირო , რომ მათთან ( ჩაწერილ პაციენტებთან) კომუნიკაცია მოახდინოს. ამასთანავე ელ-ფოსტას და სმს-ით მიდის შესაბამისი შეტყობინებები.


მუდმივი კონტაქტი

გამოწერის ფორმა - თუ საიტზე ბლოგი გაქვს, გამომწერები საჭიროა და თან მონეტიზაციაც შესაძლებელია( ნუ ,ეს .....) . გამოწერა ნიშნავს, რომ გამომწერები პერიოდულად და სისტემატურად ღებულობენ სიახლეებს შენი მუშაობის შესახე ან ზოგად ინფორმაციას სამუშაო თუ დასვენების დღეების შესახებ.

ვინც ონლაინ ჩაეწერა და მოვიდა თქვენ კლინიკაში ,იმეილმარკეტინგით მუდმივი კონტაქტი გაქვთ მათთან. ეს მაგარია! ჰო, ამის ასამუშავებლად კიდევ ერთი კაცია საჭირო ( ნუ ერთი, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს წინა პუნქტებიდან)


რეკლამა

თვითონ შეძლებ გაკეთებას თუ ამისთვის კიდევ ვინმე გჭირდება?


რა ღირს საიტის დამზადება?

დამზადება ღირს შეიძლება 300 ლარიც- ბევრი ასე სთავაზობს . დაამზადებს კი ,შესაძლებელია, მაგრამ რას დაამზადებს ამ ფასად? -ჩონჩხს, რომელსაც მერე აღმოჩნდება რომ კიდვ გადასახადები აქვს თვეში ან ყოველ წელიწადს, თან სტომატოლოგებისთვის არ არის ადაპტირებული.

კი, გექნებათ "საიტი" - 300 ლარად და რა მერე?- არაფერი, გარდა იმისა, რომ დავიკმაყოფილეთ სურვილი გვქონოდა საიტი, რომელსაც დავყურებთ და არ ვიცით რა ვუყოთ.


დაახლოებით რა ღირს მაინც? - თუ ვინმეს სპეციალურად დაწერა შეუკვეთე და რაც ზემოთ ჩამოვთვალე,ყველაფერი გავაკეთებინეთ, ძააააალიან ძვირი დაჯდება , ნუ ალბათ 2000$ და მეტი ( თუმცა ვერ გეტყვთ ზუსტად, ყველა თვითონ საზღვრავს)

შედარებით იაფი ვარიანტია გენერატორებზე აწყობა ( თვითონაც შეძლებთ თუ დრო და ვირტუალურ სივრცეში ორიენტაციის კარგი უნარები გაქვს. მმმმ, ისე მთელიი ინტერნემარკეტინგის და დეველოპმენტის სწავლას გამოკრავ ხელს "პახოდუ"- მაგრამ სტომატოლოგიიდან გადახვევას არ გირჩევ.)



მაინც გინდა გქონდეს საიტი?

დაგეხმარებით-

საიტის დამზადების სავარაუდო დრო - 7 დღე

საიტის დომენის შეძენაში დახმარება

სტომატოლოგიაზე ადაპტირებული საიტი ( პაციენტებთან გამარტივებული ურთიერთობა)

გასწავლით , როგორ გამოიყენოთ სწორად.

ყველა მარკეტინგული ინსტრუმენტის განხილვა( რა როგორ მუშაობს)

რეკლამაში საიტის გამოყენების გზები

seo

გადახდის სისტემის ინტეგრაცია( ბარათით)

ბუქინგი პაციენტებისთვის

და კიდევ სხვა



საიტის მომსახურების გადასახადის( მომსახურების და არა დამზადების) სხვადასხვა პაკეტი არსებიბს ,დაწყებული თვეში 14$-დან ზემოთ, გააჩნია რა მიზნებს ემსახურება საიტი .


დამზადების ფასი 2500 ₾( კლინიკისთვის)

პირადი საიტის ფასი - გასაუბრების შემდეგ

ამის გარდა კიდევ იქნება გადასახადი დომენის და სხვა ინსტრუმენტებისთვის.



2023 წლიდან ყველა კლინიკის და დამოუკიდებლად მომუშავე ექიმისთის სავალდებულო იქნება საიტი - გაითვალისწინეთ .( ასე ამბობენ ჯანდაცვაში)


თუ გსურთ საიტის დამზადბეა მოგვწერეთ აქ






45 views0 comments