Search

სტრესი

სტომატოლოგია, ერთერთი ყველაზე სტრესული პროფესია


სტრესი არის სიგნალი, რომ რაღაც უნდა შეცვალო.


მისი არსებობა, განსაკუთრებით, სამსახურში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.


რა არის სტრესის მიზეზი

სტომატოლოგია, სტრესული სამსახურების სიაში , მე-3 ადგილს არ სცილდება.ზოგი კვლევით პირველ ადგილზეა, ზოგ კვლევაში მე-2 ადგილი უკავია.....


რა პირობებში უწევს სტომატოლოგს მუშაობა

პროფესიონალური იზოლაცია.

სტომატოლოგები დღის უმეტეს ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებენ. თუ არ ჩავთვლით ასისტენტს, ექიმი თითქმის მთელი დღე მარტოა კაბინეტში. კი აქვს კონტაქტი თანამშრომლებთან, მაგრამ ეს ყოველდღიურად ერთიდაიგივე გარემოა და არაფერი ახალი.


პერფექციონიზმი.

პიროვნული თვისებები, რომელიც კარგი სტომატოლოგისთვისაა დამახასიათებელი, შეიძლება იყოს სტრესის გამომწვევი.

მათ შორის არის პერფექციონიზმი,ემოციური კონტროლი , მაღალი მოთხოვნები საკუთარი თავისადმი და ხშირად არარეალური მოლოდინებიც, საკუთარი თავის, თანამშრომლების და პაციენტებისგან..


ეკონომიკური წნეხი.

ამ მიზეზით, სტომატოლოგები ,ხშირად ვერანაირ რეჟიმს ვერ იცავენ და განსაზღვრული სამუშაო საათებზე მეტს მუშაობენ.ასეთი მდგომარეობა ფიზიკურ გამოფიტვას იწვევს.

დროს დეფიციტი. დატვირთული გრაფიკი,დაუგეგმავი პაციენტის მიღება,მუდმივად მოსწრების რეჟიმი.


პაციენტის შიში/ეჭვი .

როდესაც პაციენტს ეშინია და ამას სხვადასხვა გზით გამოხატავს, მნიშვნელოვნად მოქმედებს ექიმი-პაციენტსი ურთიერთობაზე და ქმნის არაჯანსაღ დამოკიდებულებებს..


სტრესის გამოვლინება მოიცავს ფიზიკურ და ემოციონალურ გამოფიტვას.

ფიზიკური სტრესის - მუდმივად დაღლის შეგრძნება, თავის ტკივილი,ჰიპერტონია,კუჭის ტკივილი და სხვ.

ემოციონალური გამოვლინება - დეპრესია, შფოთვა, უძილობა.


ეს საკითხი საკმაოდ სერიოზული განსჯის თემაა სამედიცინო სამყაროში და მის შესახებ მრავალი ნაშრომია შექმნილი წიგნების, სტატიების, ტრენინგების სახით.

ეხლა , მხოლოდ კვანძოვან მომენტებზე გავამახვილებ ყურადღებას,რა უნდა გაკეთდეს სტრესის შესამცირებლად


ფსიქოლოგიური სიმშვიდე

სტრესის გასამკლავებლად , თქვნ უნდა ისწავლოთ ,გამოიკვლიოთ მისი წარმოშობის მიზეზი და ეცადოთ მის განეიტრალებას


ავიღოთ მაგალითად, პაციენტის შიში.

საკუთარი სტრესის შემცირების ერთერთი მეთოდი არის - დარწმუნდეთ, რომ პაციენტს ესმოდეს რას მოიცავს ესა თუ ის პროცედურა და ქონდეს რეალური მოლოდინები. გამოიკვლიეთ, კითხეთ ,ჩაეკითხეთ ღიად - რა არის მისი შფოთვის მიზეზი. მხოლოდ სიტყვები -“ ნუ გეშინიათ“ - საერთოდ არაფერს ნიშნავს და უფრო ამძაფრებს სიტუაციას.


თუ თქვენ სტრესს იმ პროცედურის გამო განიცდით, რომელიც უნდა შეასრულოთ - შეეცადეთ გააკეთოთ პაუზა, გაუშვით და სხვა კუთხით შეხედეთ სიტუაციას.ან განიხილეთ კოლეგასთან ერთად კონსულტაცია, განსხვავებული ხედვის შესაქმნელად. ორივე შემთხვევაში სტრესის განცდა მცირდება.


ფიზიოლოგიური სიმშვიდე

ჩვენ ავტომატურად ვსუნთქავთ და არ ვაკვირდებით როგორია ჩვენი სუნთქვა. სტრესულ სიტუაციაში მიაქციეთ ყურადღება ჩასუნთქვას. ისუნთქეთ ნელა და ღრმად,მუცლით და არა მკერდით.უცებ დაასკანერეთ თქვენი სხეული , შეეცადეთ აღმოაჩინოთ დაძაბული კუნთები და შემდეგ, შეგნებულად მოადუნეთ. როდესაც სხეული,კუნთები მოდუნებულია,გულის მუშაობა ნორმალურ რიტმში ბრუნდება და სტრესს ამცირებს.


ფიზიკური სიმშვიდე

თუ ფიზიკური სტრესი იგრძენით - გაჩერდით და მიეცით თავს უფლება დაისვენოთ. გაზარდეთ პაციენტების მიღებებს შორის დრო. არ დაუშვათ იყოთ მშიერი და ასე განაგრძობდეთ მუშაობას. „სადაა დასვენება და კაი ცხოვრება?“ - იტყვით. 10 წუთი საკუთარ თავთან დარჩენა და ფოკუსის გადატანა , არ დააზარალებს არც პაციენტს და არც სამუშაოს.სამაგიეროდ, ენერგიულს გაგხდით.

ყოველთვის გაანებივრეთ საკუთარი თავი. სტრესს კარგად ხსნის შოკოლადი ,ნაყინი- დაასაჩუქრეთ თავი.



მოკლედ,

სტრესის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ამის შემცირება, კონტროლი ყოველთვის არის შესაძლებელი - კარგი კვება, ფიზიკური ვარჯიში,დასვენება და შეგნებულად მოდუნება ამცირებს სტრესს.

იყავით ლმობიერი საკუთარი მოთხოვნების მიმართ - თქვენ იმსახურებთ თავისუფალ დროს ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და ფიზიკური სიმშვიდისთვის.


თუ შეგიძლიათ სტრესის მართვა - იხანგრძლივებთ შრომისუნარიანობას და უფრო კარგად გამოდის სხვების დახმარება.




14 views0 comments