Search

სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერის კომპეტენციები

დღეს, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და იყო პროფესიონალი სტომატოლოგი, არ არის საკმარისი ,წარმატებით მართავდეთ კლინიკას. საჭიროა დამატებითი კომპეტენციების შეძენა ან დაქირავებული თანამშრომელი, ვინც კლინიკის მართვას გაუძღვება


ძირითადი კომპეტენციები



ესმოდეს კლინიკის "გულისცემა"


შეიმუშაოს ისეთი ანგარიშები, რომელიც აჩვენებს კლინიკის რეალურ მდგომარეობას :

.მარკეტინგი,

.ექიმებისა და ადმინისტრატორების მუშაობა,

.პაციენტების კმაყოფილება,

.მომსახურების სახეების ეფექტურობა და ა. შ.

.სწრაფად დაინახოს შემცირება/ზრდის ტენდენციები და მოაგვაროს პრობლემა ან გააძლიეროს დადებითი ეფექტი.







იცოდეს კლინიკის ბიუჯეტთან მუშაობა


მენეჯერს უნდა შეეძლოს ეფექტურად მართოს კლინიკის ბიუჯეტი:


.დაგეგმოს თანხის მიღება და განაწილება ფონდებს (ამის საშუალებას იძლევა ფინანსური განათლება) შორის ისე, რომ მფლობელს ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი (და არა „ხან ბევრი, ხან ცოტა“).

.იმუშაოს ხარჯების ოპტიმიზაციაზე. .აკონტროლოს ხარჯი მუდმივად ,რადგან მან "არ შეჭამოს " მოგება.

შეძლოს გარკვეული ღონისძიებების გატარება იმ შემთხვევაში, თუ მასალის ხარჯი თუ ხელფასები გადაჭარბებულია.







იცოდეს ადამიანური რესურსის გამოყენება



მენეჯერმა უნდა ჩამოაყალიბოს კლინიკის განვითარების სტრატეგია და შეძლოს ზოგადიდან კონკრეტულზე გადასვლა:

.ჰქონდეს ხედვა, როგორ გამოიყენოს იგი პრაქტიკაში.

.დასახოს მიზნები თითოეული თანამშრომლისთვის.

.შეძლოს გუნდის მოტივაცია და გაუმჯობესება დასახული მიზნების მისაღწევად.

.იცოდეს როგორ ადევნოს თვალყური გაუმჯობესებას.

.დააკვირდეს , რომელი თანამშრომელი ასრულებს დავალებას და ვინ უნდა შეიცვალოს.








იცოდეს,როგორ გარდაქმნას ქაოსი სისტემად


.კლინიკის თანამშრომლებს შორის ფუნქციების გადანაწილება ,

სტანდარტების და რეგლამენტების შემუშავება, იმისთვის, რომ თითოეულმა თანამშრომელმა იცოდეს ,როგორ შეასრულოს თავისი სამუშაო სწორად.

.გამოავლინოს არაეფექტური ბიზნეს -პროცესები და დაალაგოს სისტემა ისე, რომ ექიმებმა და პაციენტებმა არ გაფლანგონ დრო და კლინიკამ შემოსავალი.




შეიძლება გიჩნდებათ კითხვა:

ეს სტომატოლოგმა როგორ მოასწროს? პაციენტებიც მიიღოს და კლინიკაც მართოს?


რა თქმა უნდა , კლინიკის მართვა და პაციენტთან მუშაობა სხვადასხვა საქმეა .

ზოგ შემთხვევაში, ექიმი თავს ანებებს პაციენტის მიღებას და გადადის კლინიკის მართვაზე, თუმცა უბრალოდ თვალყურის მიდევნება, ანგარიშების ,გამოთვლების, ცხრილების ,სტანდარტების და რეგლამენტების , მარკეტინგის გარეშე, არის ინტუიციურად მართვა და თვითდამშვიდება.

კომპეტენციები, რომელიც ჩამოვთვალე და რომელსაც უნდა ფლობდეს ხელმძღვანელი , სხვა დაწესებულებაში ისწავლება და არა სამედიცინო უნივერსიტეტში.


უფრო მარტივი გზაც შეუძლია აირჩიოს სტომატოლოგმა, რომელმაც გახსნა კლინიკა და ვერ ახერხებს მის მართვას - დაიქირაოს ადამიანი, ვისაც ეს კომპეტენციები გააჩნია. აქ ,კიდევ ერთი ნიუანსია - უმჯობესია, ასეთ ადამიანს სამედიცინო განათლება ჰქონდეს და არამარტო განათლება, არამედ პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებაც სტომატოლოგიაში. ასე უფრო არის შესაძლებელი სხვადასხვა პროცესების სწრაფად მოგვარება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც დაქირავებულ მენეჯერს კიდევ დამატებითი დრო სჭირდება სტომატოლოგიურ ნიუანსებში გასარკვევად.






Dental Consulting Tbilisi - კომპანია, რომელიც მუშაობს სტომატოლოგიური , ესთეტიკური და მცირე მრავალ პროფილური კლინიკების ეფექტური ბიზნეს პროცესების შექმნაზე:


კონსულტაცია კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით


პერსონალის ტრენინგები:

გუნდი,

ადმინისტრატორის მომზადება,

კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება,

ეფექტური პირველადი კონსულტაცია,



მარკეტინგი

კლინიკის ფინანსები





კონტაქტი:

ტელ: 577727900

centermedicaltraining@gmail.com

ს/კ 40 45 81 476













12 views0 comments