Search

სამედიცინო საიტის SEO:




საფუძვლები



პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ კლინიკის ვებსაიტის პოპულარიზაცია ნიშნავს მის გაუმჯობესებას მომხმარელისთვის( პაციენტი) და არა საძიებო სისტემისთვის.

თუ რამდენიმე წლის წინ შესაძლებელი იყო საიტის გვერდების დაბომბვა საკვანძო მოთხოვნებით და ამით მოხვედრა TOP-ში, დღეს საძიებო სისტემების ანალიტიკური სისტემები ირჩევენ საუკეთესოს საუკეთესოთა შორის, მომხმარებლის ქცევის მიხედვით .

.თქვენ TOP-ში ხართ? – მშვენიერია!

.15 წამში დახურეს საიტი - ცუდადაა საქმე.

.არ დაბრუნდნენ თქვენს ძიებაში დამაზუსტებელი მოთხოვნით? - ასევე კარგია.

.ძიებაში დაბრუნდნენ იგივე მოთხოვნით - თქვენი საიტი არ შეესაბამება მოთხოვნებს და ვარდებით რეიტინგით ქვემოთ.


უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია საიტის ორგანიზება ისე, რომ მოსახერხებელი იყოს მისი მარტივად გამოყენება პოტენციური პაციენტისთვის.


სამედიცინო ბიზნესის განვითარება თანამედროვე პირობებში, ეს არის :

.ონლაინ ჩაწერა ექიმთან ,მისი რეიტინგის/ შეფასების ჩვენებით,

.კლინიკის ოპერატორთან ჩატი, რომელიც ონლაინ რეჟიმშია მინიმუმ სამუშაო საათებში, .

პაციენტისთვის გასაგებ ენაზე აღწერილი სერვისები და ფასები, .

.სამედიცინო ინფორმაცია წარმოდგენილი. გასაგებ ენაზე პაციენტებისთვის და არა სპეციალისტებისთვის.


რამდენიმე სასარგებლო ინსტრუმენტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული ვიზიტორის დასაინტერესებლად, რაც გულისხმობს სამედიცინო საიტების უკეთესი SEO-ს მიღწევას:


.შეაჯერეთ აქციები და მასთან დაკავშირებული სერვისები.

სერვისის გვერდზე კლიენტმა უნდა ნახოს შესაბამისი აქციები


მაგალითად ასე: სტომატოლოგიის საიტი. „კბილების ამოღება ამ პერიოდში ( მითითებული დღეები, რიცხვები) 30% -იანი ფასდაკლებით „ და 10% ფასდაკლება იმპლანტაციაზე, ჩვენს კლინიკაში კბილების ამოღების შემთხვევაში.“ ( უფრო გამართულადაც შეიძლება წინადადების ჩამოყალიბება)



სამედიცინო საიტის SEO პოპულარიზაციისთვის შექმენით სტრუქტურა, რომელიც მოსახერხებელია სხვადასხვა ტიპის ვიზიტორებისთვის. მაგალითად, ყველა საინფორმაციო კითხვას „შესაძლებელია თუ არა ორსულობის დროს კარიესის მკურნალობა“ და მსგავსს ,არავითარ შემთხვევაში არ უნდა უპასუხოთ სერვისების გვერდზე. მომხმარებელს სურს დახმარება გაეწიოს მისი კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირეიბით. დაწერეთ სტატიები, განათავსეთ სიახლეები, გაუშვით სვეტი "პაციენტის შეკითხვები" და ა.შ.

ეცადეთ, პრობლემის მქონე ადამიანის თვალით შეხედოთ, სად და როგორ არის მისთვის მოსახერხებელი , კითხვაზე პასუხის მიღება. ქირურგიულ ჩარევასთან (ქირურგიასთან) დაკავშირებული მედიცინის სფეროებში, მოერიდეთ სიტყვებს „ოპერაცია“, „სკალპელი“, „ჭრილობა“, „სისხლდენა“ და ა.შ. თუ ინფორმაციის მნიშვნელობა არ იცვლება, შეეცადეთ მოძებნოთ სინონიმები. მაგალითად,. „ქირურგიული ჩარევა“, „სპეციალური ქირურგიული ინსტრუმენტი“ და ა.შ.


მედიცინის სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია პაციენტის ტკივილის მიღების ალბათობასთან (მედიცინის 95%), გაანეიტრალეთ შიშის შეგრძნება. აჩვენეთ მომღიმარი ექიმების ფოტოები, რომლებიც კონკრეტულ მომსახურებას შეასრულებენ. პაციენტმა უნდა ნახოს, ვის ანდობს თავის ტკივილს. ფოტობანკი არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ პოტენციურ პაციენტს ოპერაცია ესაჭიროება, მან უნდა ნახოს, ვინ ჩაუტარებს მას ოპერაციას


ექიმების დახმარებით შექმენით მაქსიმალურად მარტივად ,პაციენტისთვის გასაგებ ენაზე პრაისი და განათავსეთ ის საიტზე. მოძებნეთ რთული სამედიცინო ტერმინოლოგიის სინონიმები და გამოიყენეთ.მაგ:“სისხლძარღვების აბლიტერაცია“ უფრო რთულად

აღსაქმელია პოტენცური პაციენტისთვის, ვიდრე „ სისხლძარღვების შევიწროება“ -რაც იგივეს ნიშნავს









ვებსაიტის სემანტიკური ბირთვი



სამედიცინო სერვისების ვებსაიტის მაღალი ხარისხის პოპულარიზაციისთვის საჭიროა ე.წ სემანტიკა,სემანტიკური ბირთვი. მისი შეგროვება შესაძლებელია SEO სპეციალისტის მიერ, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მომხმარებლის მოთხოვნების სტატისტიკის საფუძველზე. კლინიკის ვებსაიტისთვის ის მერყეობს 10-დან 30 ათასამდე მოთხოვნამდე.( შეიძლება განსხვავებულია საქართველოს მონაცემეთან) ისინი დაიყოფიან ჯგუფებად (კლასტერებად), რომელთაგან თითოეულისთვის შესაძლებელია საიტის ცალკეული გვერდის ოპტიმიზაცია..



სამედიცინო საიტების პოპულარიზაცია გულისხმობს ტექსტის ფორმატირებას: სიები, ცხრილები, სათაურები. თუ ტექსტის ფორმატი არ იქნება საინტერესო მომხმარებლისთვის , შესაბამისად, არ იქნება საინტერესო საძიებო სისტემისთვის.



ინფორმაცია


სამედიცინო კლინიკის ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: .ინფორმაცია ექიმების,

.ჯანდაცვის მუშაკების,

.სერვისების შესახებ,

.კვლევისა და სერვისების სრული აღწერა,

.ინფორმაცია კონკრეტული სერვისის გასაწევად გამოყენებული აღჭურვილობის შესახებ,

.აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების განყოფილება,

.განყოფილებები "კითხვა". -პასუხი",

."ხშირად დასმული კითხვები",

." ბლოგი",

.ინფორმაცია ადგილმდებარეობის, სამუშაო საათების,

.ონლაინ დაჯავშნის,

. გადახდის მეთოდების,

.კონტაქტების,

.ინფორმაცია კლინიკის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ,

.ლიცენზიები,

.იურიდიული ინფორმაცია.




ფორმა "კითხვა-პასუხი" და ექიმების გვერდები სამედიცინო კლინიკის ვებგვერდის პოპულარიზაციისთვის


ორი ფორმატი, რომელიც ხელს უწყობს სამედიცინო კლინიკის ვებგვერდიდან კონვერტაციის გაზრდას და მის ოპტიმიზაციას - ფორმა "კითხვა-პასუხი" და სამედიცინო კომპანიის ექიმის გვერდი.

მინიმუმი, რაც უნდა გააკეთოთ,დაამატეთ ( ჩალინკეთ) თქვენს პასუხებში განხილული სერვისების ბმულები. დაამატეთ ბმულები აქციებზე, მაგალითად, "დიახ, ვარიკოზული დაავადების მკურნალობა15% ფასდაკლებით, ერთი კვირის განმავლობაში."


სჯობს საერთოდ არ უპასუხოთ პაციენტების კითხვებს (და არ გააკეთოთ ეს რუბრიკა), ვიდრე უყურადღებოდ, მოკლედ, შაბლონურად უპასუხოთ ან სხვა საიტიდან დააკოპიროთ. კითხვებს უნდა უპასუხოს ექიმმა, რომელიც ყველაზე კარგად ერკვევა შეკიტხვასთან დაკავშირებულ თემაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში ,ეს განყოფილება იმუშავებს სამედიცინო კლინიკის ვებგვერდის პოპულარიზაციაზე. ექიმის პასუხი უნდა გადაიხედოს და შეესაბამებოდეს კლინიკის ოფიციალურ პოლიტიკას. მაგალითად, თუ კლინიკა მონაწილეობს ცხოველთა კეთილდღეობის კამპანიებში, ექიმის რეკომენდაციამ გამოიყენოს ცხოველებზე ტესტირებადი კრემი (თუ არსებობს სრული ანალოგი, რომელიც არ არის გამოცდილი ცხოველებზე) შეიძლება ზიანი მიაყენოს კლინიკის რეპუტაციას.


როგორ ვიმუშაოთ ბლოგთან და სტატიებთან კლინიკის ვებსაიტზე .


არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია საიტის კონტენტთან( სიახლე, ინფორმაცია) მუშაობისთვის. . სამედიცინო კლინიკის პოპულარიზაციისთვის საჭიროა ყურადღება მიაქციოთ თითოეულ მათგანს.

სამედიცინო ვებსაიტების პოპულარიზაცია ბლოგის შინაარსით:

გამოაქვეყნეთ სიახლეები, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს პერსონალის და ექიმების სახეები.

მაგალითად, ”


.კლინიკის წამყვანი ანესთეზიოლოგი ...................... დაესწრო კონფერენციას პრაღაში, სადაც მან გააზიარა ინფორმაცია კლინიკის მიღწევების შესახებ ანესთეზიიდან გამოჯანმრთელებისას პაციენტების გვერდითი ეფექტების შემცირების კუთხით. პროგრამას, რომელიც ამცირებს ნეგატიური შედეგების ალბათობას პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ახალი ტიპის ანესთეზიას, 10%-ით მოჰყვა დადებითი რეაქცია მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. კონფერენციის სახელწოდებით ბანერის ფონზე გაღიმებული ჩვენი კლინიკის ექიმი ........... სავალდებულო ფოტოთი.


.განათავსეთ სიახლეები კლინიკის დადებითი მიღწევების შესახებ.

შესაძლებელია, რომ ყველა მათგანი არ იყოს 100%-ით ნათელი ყველა ვიზიტორისთვის, მაგრამ მათი ამოცანაა შექმნან განცდა, რომ კლინიკა ყოველდღიურად ვითარდება და აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრებას (როგორც ზემოთ მოცემულ რეკომენდაციაში).


.უამბეთ პაციენტებს ,სტატიის სახით, კლინიკის კვლევით საქმიანობაზე და სამეცნიერო საზოგადოებასთან კავშირებზე. პაციენტებს ეშინიათ ექიმების შეცდომების. ის, რომ კლინიკა ცნობილია საზოგადოებაში და არ არის საინფორმაციო ვაკუუმში, ქვეცნობიერად მიგვანიშნებს, რომ მას არ ეშინია გახსნილობის, კლინიკა არ უშვებს შეცდომებს, თორემ საზოგადოებაში გარიყული გახდება, კლინიკა იყენებს ახალ მეთოდებს. და ა.შ. სამედიცინო კლინიკის პოპულარიზაციისთვის აუცილებლად ისაუბრეთ რთულ შემთხვევებზე და დადებით შედეგზე.







კლინიკის ვებსაიტის პოპულარიზაცია სტატიის შინაარსით


უპირველეს ყოვლისა,

. მასალა უნდა იყოს საინტერესო, გარდა ამისა, უნდა იყოს დაწერილი გასაგები და მარტივი ენით.. პაციენტს მისი წაკითხვა ოლომდე უნდა სურდეს..

.გამოიყენეთ ილუსტრაციები - რთული შინაარსის მარტივად აღქმისთვის საუკეთესო დამხმარე.

.მიიყვანეთ მომხმარებელი ( პოტენციური პაციენტი) საჭირო ცოდნამდე

.თქვენ შეგიძლიათ მართოთ პაციენტის ყურადღება და მიმართოთ სასურველი მასალის წაკითხვისკენ..


. განათავსოთ ონლაინ ბუქინგის ღილაკი სტატიის ქვეშ , თუ შეესაბამება შინაარსს და ლოგიკურად ითხოვს კონსულტაციაზე ან მკურნალობაზე ჩაწერას. ეს ზრდის კონვერსიას.


რამდენიმე რჩევა პაციენტისთვის საიტის გამოყენებადობისა და სიცხადის შესახებ


შეხედეთ თქვენს საიტს ვიზიტორიდს თვალით.

.გახსენით საიტი სხვადასხვა მოწყობილობაზე: მობილური, პლანშეტი, პერსონალური კომპიუტერი - და დასვით კითხვა: „პირველივე გვერდზე საკმარისი ინფორმაციაა პოტენციური პაციენტის დასაინტერესებლად?“ „საკმარისი და შთამბეჭდავი ინფორმაციაა, რომელიც ვიზიტორს უბიძგებს მთლიანად დაათვალიეროს საიტი?“ „ საკმარისი ინფორმაციაა იმისთვის, რომ ვიზიტორი არ წავიდეს კონკურენტის საიტზე?“

. გამოიყენეთ ტექსტში ზმნები, რომელიც უბიძგეს პოტენციურ კლიენტს მოქმედებისკენ: „ჩაეწერეთ“ „დაჯავშნეთ“ „დარეკეთ“........

.ტექსტი არ უნდა იყოს ენციკლოპედიურ სტილში. შთავზეთ მომსახურების სახე და შემდეგ გაუკეთეთ მას აღწერა.

.ტექსტის დასაწყისში უნდა იყოს მომსახურების დასახელება , რომელიც რეალურად ნათელს ხდის მის შინაარსს და აგებინებს პოტენციურ პაციენტს, რომ ამ მომსახურებას მიიღებს ჩვენს კლინიკაში. ტექსტი არ უნდა იყოს განყენებული, როგორც ზოგადი ინფორმაცია,არამედ აღუძრავდეს სურვილს -ჩაეწეროს, დარეკოს ან დატოვოს მონაცემები.


როგორ შევაფასოთ სამედიცინო ცენტრის ვებგვერდის ოპტიმიზაცია?