Search

რაში სჭირდება ექიმს “soft skills”?

განვიხილოთ დეტალურად


დღეს, როგორც არასდროს, მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია, ექიმის პაციენტთან რეალური და დინამიური ურთიერთობის უნართან.

“SOFT SKILLS” ( რბილი უნარები) — პიროვნული თავისებურებების და ემოციონალური ინტელექტის ნაზავი — უდევს საფუძვლად პაციენტი /ექიმის წარმატებულ ურთიერთობას. პაციენტის კმაყოფილების გაზრდის და წარმატებული მკურნალობისთვის, მარტო კლინიკური ცოდნა და ტექნიკური უნარები საკმარისი აღარ არის თანამედროვე სამყაროში.

კვლევები აჩვენებს, რომ რბილი უნარები, როგორიცაა კომუნიკაცია,თანაგრძნობა, გუნდური მუშაობა , აუცილებელია პაციენტის მკურნალობის დადებითი შედეგების მისაღებად.

რბილი უნარები პაციენტის კმაყოფილებას უზრუნველყოფს.

პაციენტის კმაყოფილება ( Patient Satisfaction) სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სამედიცინო პერსონალის და კლინიკის ხელმძღვანელებისთვის.

“სამედიცინო მოსახურების მიმღების შეფასება” (HCAHPS)- პაციენტის კმაყოფილების კითხვარი , რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახლა იკიდებს ფეხს და ჯერ კიდევ ცოტა კლინიკა მიმართავს ამ გზას — არის პროცესის მამოძრავებელი ძალა. კვლევებმა აჩვენა ( USA) ,რომ პაციენტის კმაყოფილება განისაზღვრება ექიმის პაციენტთან კომუნიკაციის უნარით. როდესაც ექიმი ყურადღებით უსმენს პაციენტს, უბიძგებს მას კითხვების დასმისკენ, მკურნალობის პროცესში მონაწილეობის მიღებისკენ , აყალიბებს პარტნიორულ ურთიერთობას — შედეგად ვღებულობთ პაციენტის კმაყოფილების მაღალ ხარისხს.

პაციენტი, რომელიც ენდობა თავის ექიმს, უფრო ღიად და დეტალურად აზიარებს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც ბევრად განსაზღვრავს დიაგნოსტირების და მკურნალობის სწორ გზებს, ნაკლები შეცდომების დაშვების ალბათობას.

მეორეს მხრივ, პაციენტების უკმაყოფილების ზრდა ფასდება საჩივრების რაოდენობით ექიმების წინააღმდეგ. ექიმები, რომლებიც ნაკლებად ურთიერთობენ პაციენტთან, ცოტა დროს უთმობენ მას, შესაბამისად არც პაციენტების დიდი ნაკადით გამოირჩევიან, მიუხედავად თავისი ცოდნისა. რბილი უნარების სწავლა შესაძლებელია და წარმატებისთვის აუცილებელიც.

რბილი უნარების განვითარება პირდაპირ არის კავშირში პაციენტის წარმატებულ მკურნალობასთან. როდესაც ,მაღალი თანაგრძნობით ურთიერთობს ექიმი პაციენტთან, აღმოჩნდა ,რომ პაციენტები უფრო ზედმიწევნით ასრულებენ დანიშნულებას , მიყვებიან ექიმის რჩევებს და ამით გამოჯანმრთელების დრო და გართულებების რაოდენობა მცირდება. ექიმი, რომელიც ფლობს კომუნიკაციის უნარებს , როგორც ავღნიშნე, პაციენტს განაწყობს უფრო ღია ურთიერთობისთვის: მეტ ინფორმაციას აწვდის ექიმს თავისი ჯანმრთელობის შესახებ, იცავს რეკომენდაციებს და აქვს მეტი გათვითცნობიერება.ასევე, მოტივირებული არიან აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა.

რბილი უნარების ცოდნა და გამოყენება კოლეგებთან და კლინიკის სხვა პერსონალთან არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პაციენტებთან. თუ მხოლოდ პაციენტთან ურთიერთობაზე იქნება თქვენი ძალისხმევა მიმართული , ხოლო გუნდის წევრებთან ურთიერთობაში უგულვებელყოფთ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

შეიძლება თქვენ ,პაციენტთან საუკეთესო ურთიერთობა ჩამოაყალიბეთ, თუმცა მისი თანდასწრებით ,კლინიკის სხვა პერსონალთან ეფექტური ურთიერთობის ყველა ზღვარს გადაცდით — არ გაგიკვირდეთ ,რატომ აღარ მოვიდა პაციენტი თქვენთან- თითქოსდა ,მასთან ყველაფერი კარგად იყო.

მაგალითი :ერთერთი კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტმა გააკეთა დასკვნა- (USA) , 12-დან 8 გარდაცვალება და 8-დან 5 შუქცევადი დაზიანებები, შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო , თუ გუნდი წინასწარ შეთანხმებულად იმოქმედებდა. 2016 წლის კვლევებმა აჩვენა , რომ გუნდურობაზე ძალისხმევა, ქმნის გაუმჯობესებულ დინამიკას, ნაკლებ გართულებებს . გუნდურობასთანაა კავშირში უსაფრთხო, ბედნიერი და ეფექტური სამუშაო ადგილის შექმნა, რაც პროფესიონალური გადაწვის პროფილაქტიკაცაა.

რბილი უნარების საჭიროება დღეს

ეფექტური კომუნიკაცია, ემპათია და ლიდერშიფი არის ის გასაღები, რომელიც დღეს ძალიან სჭირდება სამედიცინო პერსონალს.

ამას არ ასწავლიან სამედიცინო უნივერსიტეტში .მის დანერგვას ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ თუ გვინდა განვითარება, ამისთვის თვითონ შეიძლება გზების პოვნა.

“ტრენინგები სამედიცინო პერსონალისთვის


79 views0 comments