Search

რატომ აროს საჭირო მუდმივი ტრენინგი თქვენი გუნდისთვის?

ვთვლი, რომ რაც უფრო ტონუსში იქნებიან კლინიკის ადმინისტრატორები ან გუნდის სხვა წევრები , ჩართულები იქნებიან სამუშაო პროცესებში ყოველდღიური შემართებით, მიიღებენ სასურველ შედეგს — მუდამ ექნებათ მოტივაცია გააუმჯობესონ საკუთარი უნარები და მეტი სარგებელი მოუტანონ პაციენტებს და კლინიკას.


თუ თვეში ერთხელ ივლით სპორტდარბაზში — მიიღებთ შედეგს?

თუ ერთხელ ეტყვით თქვენს შვილს რომ ჯანსაღი საკვები მიიღოს- ის ავტომატურად დაიწყებს ამის გაკეთებას?

თუ თვეში ერთხელ გაიხეხავთ კბილებს — ეს საკმარისია?

ყველა მსგავს შემთხვევაში, გამეორება არის წარმატების გასაღები

გრძელვადიანი შედეგის შესაქმნელად საჭიროა რამის გაკეთება მუდმივად.

იგივე პრინციპი არის სწავლაშიც. ექიმებისთვის არის უწყვეტი სწავლება პროფესიონალურ სფეროში. ყველამ იცის, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვს, რომ პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბდე. ექიმები მუდმივად აუმჯობესებენ საკუთარ პროფესიონალურ უნარებს სხვადასხვა კურსების გავლით, ლექცია- მასტერკლასებზე დასწრებით.

უწყვეტი სწავლა საჭიროა გუნდის სხვა თნამშრომლებისთვისაც, იქნება ეს ასისტენტი, ექთანი, ადმინისტრატორი, რეგისტრატორი და ა.შ

გარდა პროფესიონალური უნარებისა ,აუცილებელია “რბილი უნარების” მუდმივად სწავლა და გამეორება.

რა სწავლებას გადიან მაგალითად ფრონტოფისის( რეგისტრატორი, ადმინისტრატორი)თანამშრომლები? სამსახურშიი აყვანისას ასწავლით თუ არა მას რა ევალება და როგორ შეასრულოს სამუშაო? თქვენამდე ისინი სხვგან მუშაობდნენ ალბათ და თუ არ აქვთ ოფისში მუშაობის უნარები,ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც თვითონ ფიქრობენ რომ სწორია.კლინიკის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ახალმა თანამშრომელმა ყველაფერი იცის და ადგილზე კიდევ გაერკვევა თავის მოვალეობებში. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ არის.

არ დაუშვათ თანამშრომლების “გადაწვა”

რეგულარული ტრენინგები იძლევა საშუალებას თანამშრომლები იყვნენ ეფექტურები,ენერგიულები, კონცენტრირებულები და მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ზედმიწევნით ასრულებდნენ.

სამედიცინო დაწესებულებაში გარემო სტრესულია .გადაღლა იწვევს უყურადღებობას, პაციენტებისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდებას ან უხეშ დამოკიდებულებას. შედეგად ვღეულობთ უკმაყოფილო პაციენტებს და ლოიალური პაციენტების შემცირებას.

ტრენინგების შემდეგ ენერგიულობა გარკვეული დროის განმავლობაში ნარჩუნდება . დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ისევ ძველ კონდიციას უბრუნდება და კვლავ გადაღლილობა და არაეფექტურობა იჩენს თავს.

რომელი სწავლება არის საჭირო თანამშრომლების ეფექტურობის ასამაღლებლად?

მოგვწერეთ და შევარჩიოთ თქვენი სპეციფიკიდან გამომდინარე ტრენინგი

ტრენინგები სამედიცინო პერსონალისთვის

3 views0 comments