Search

პაციენტი არ არის კლიენტი


მედიცინაში მარკეტინგს აქვს რიგი თავისებურებები და ზოგიერთი მცნების გაანალიზება და სწორად აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია, რეპუტაციის შელახვის თავიდან აცილების და მათთვის, ვისაც სამედიცინო დახმარება ჭირდება , პრობლემის რეალურად მოგვარების მიზნით.

თავისებურებები :


პაციენტების გაიგივება კლიენტებთან - არასწორია.


სამედიცინო მომსახურება არის პაციენტების ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა. პაცენტების, რომელსაც

.ეშინიათ და განიცდიან საკუთარი ან ახლობლების ჯანმრთელობაზე

.იციან რა, რომ სამუშაო დაკავშირებული შეიძლება იყოს ტკივილთან, დისკომფორტთან- იძულებეული არიან ენდონ ექიმს

.ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ექიმისადმი ნდობა


პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრობლემის გადაწყვეტისას, ექიმი უნდა იცავდეს მკურნალობის პროტოკოლებს და იცავდეს თანმიმდევრობას( ანამნეზი, დიაგნოზი, დანიშნულება, დაკვირვება) და არ გადაუხვიოს მას. შეცდომა სიცოცხლის ფასადაც შეიძლება დაჯდეს. .


სამედიცინო მომსახურება - არ არის სხვა სფეროს მომსახურებასთან გაიგივებული მცნება


არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამედიცინო მომსახურების შედარება სხვა სფეროს მომსახურებებთან.

სამედიცინო მომსახურების მარკეტინგის გულისხმობს აღმოჩენილი დახმარების ხარისხს, სტანდარტიზაციას ,კორექტული დიაგნოზის დასმას და მკურნალობას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხია.


ექიმი არ არის გამყიდველი


ის წყვეტს პროლემებს. მათ შორის, მისი პაციენტთან საუბარიც კი ხაზს უსვამს ექიმის პროფესიონალიზმს.

პროფესიონალიზმი - სამედიცინო მომსახურების სტანდარტების ცოდნა,კოლეგების გამოცდილების გათვალისწინება,გადაწყვეტილების მიღებაში მოქნილობა,შესაბამისი მკურნალობის მეთოდის შერჩევა,პასუხისმგებლობა,მუდმივი განვითარება.

ასეთი სპეციალისტი არის მკურნალობის ხარისხის გარანტი და კლინიკის რეპუტაცია.

მას არ სჭირდება სხვა სფეროდან აღებული( რომელიც მკვეთრად განსხვავდება სამედიცინო სფეროსგან) "ხრიკების " ცოდნა და გატარება საკუთარ პრაქტიკაში, ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ მაღალ პროფესიონალიზმზე და თვითგანვითარებაზე.


სამედიცინო მომსახურების ფასეულობა


ფაქტიურად, ამის გააზრება, მოგვარებული პრობლების ფასეულობის ტოლია.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადექვატური( ფასეულობასთან შსაბამისი) ფასი, რომელშიც ჩაქსოვილია მისი განმსაზღვრელი ფაქტორები - ხარჯი,დრო,პროფესიონალიზმი და ა.შ , ასევე კონკურენტების ფასი და მოთხოვნის და საჭიროების დონე ( არის ეს გავრცელებული თუ იშვიათი მოთხოვნა).


ემოციონალური ინტელექტი


სამედიცინო მარკეტინგის თავისებურებები, აუცილებლად გულისხმობს

ემოციონალურ ინტელექტს, როგორც პაციენტთან კომუნიკაციის აუცილებელ სერვისულ შემადგენელს, დაწყებული საიტიდან ,დამთავრებული იმ სიტყყვებით და მიმართვით ,რასაც ეუბნება /გამოხატავს ასისტენტი, ექთანი, დამლაგებელი, ადმინისტრატორი ,ექიმი.

ნებისმიერი აქტიურობა მნიშვნელოვანია პაციენტის "ემოციონალური გადახარჯვისთვის", რაც მნიშვნელოვნად აისახება მის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე და სრულად გამოჯანმრთელებაზე.


დროში გაწელილი გადაწყვეტილება


სამედიცინო მომსახურება მიეკუთვნება პასიური მოთხოვნილების "პროდუქტს"

ადამიანი შეიძლება ვერც ხვდებოდეს ან არ იცოდეს რომელიმე სამედიცინო მომსახურების შესახებ, მანამ არ დადგება ფაქტის წინაშე. ამიტომ ,სამედიცინო მარკეტინგი ფართო ხედვის მიღმაა და მხოლოდ მაშინ მუშაობს და იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უკვე დაუდგა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა.

ამ თვალსაზრისით, ერთჯერადი რეკლამა, სოც ქსელში იქნება, ტელევიზიის საშუალებით თუ ქუჩაში დიდ ბანერზე- არ ნიშნავს პაციენტების რიცხვის დაუყონებლივ ზრდას. ეს არ არის მარკეტინგი, როგორც ბევრი ჩვენგანი ფიქრობს და აიგივებს სხვა სფეროს მარკეტინგთან



მარკეტინგი მედიცინაში სხვაგვარად მუშაობს და როგორც ზემოთ ვთქვით, ის დამოკიდებულია პროფესიონალიზმზე ,ექიმის უნარზე საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის , გადმოცემის და შესრულების უნარზე, მუდმივ განვითარებაზე, პაციენტის მოთხოვნების და საჭიროებების გამოვლენაზე ,დახმარებაზე და ა.შ


მუდმივად,სისტემატურად , პაციენტებისთვის სასარგებლო ინფორმაციის გადმოცემა ბლოგის, ინტერნეტ არხების, ბეჭვდითი საშუალებებითაც კი და ამასთანავე საკუთარი შესაძლელობების მუდმივად დახვეწა - თავისთავად აკმაყოფილებს თანამედროვე სამედიცინო მარკეტინგის მოთხოვნებს და არ ნიშნავს სხვა სფეროში მარკეტინგული ღონისძიების კოპირებას და ბრმად დანერგვას.


სამედიცინო მარკეტინგის მიზნები


სამედიცინო ორგანიზაციებში მარკეტინგის მთავარი მიზანი არ არის სერვისების პოპულარიზაცია და გაყიდვა, არამედ ადამიანების ჯანმრთელობის მოთხოვნილების დიაგნოსტიკა, ამ მოთხოვნილებაზე გავლენის მოხდენა, პროგნოზირება.

ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა პროაქტიული მუშაობა, რაც ნიშნავს პაციენტების განათლებას პროფილაქტიკური ვიზიტების მიზნით და არა უკვე წარმოქმნილი პრობლემის გამო, რაც მომენტალური ჩარევის საჭიროებას მოითხოვს.

პროაქტიული მიდგომა პაციენტის მომავალზე ზრუნვით, ზრდის კლინიკისადმი პატივისცემის, ლოიალობისა და ნდობის დონეს.

შედეგად, პაციენტი ხდება რეგულარული ვიზიტორი პროფილაქტიკისთვის და არა მხოლოდ სამკურნალოდ.

75 views0 comments