Search

პაციენტის კმაყოფილება

Updated: Nov 1, 2021

პაციენტები და ექიმები


გასაგებია, რომ რთულ დროში ვცხოვრობთ: სტრესი, სიღარიბე, ინფექციები,გაუმართავი სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემის კრახი….

ადამიანი , რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა დასახმარებლად მიმართავს ექიმს.რას ელოდება ექიმისგან პაციენტი? — გამოჯანმრთელებას უპირობოდ- ამაზე არ არის საუბარი ეხლა . საუბარია ურთიერდამოკიდებულებებზე- როგორ იქცევა პაციენტი, როგორ იქცევა ექიმი, როგორ მართავს ექიმი სიტუაციას,რაზე ფიქრობს ….

როდესაც ადამიანი ავადაა , ამ დროს , მისი ქცევები შეიძლება იყოს “არაადექვატური” . რა განაპირობებს ამას? რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა, რა არის აგრესიის მიზეზი, რატომ წერს “სასოწარკვეთილთა ჯგუფში “ უკმაყოფილო პოსტებს, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა.

….შიში, დაუცველობა, გაურკვევლობა, ეჭვი, უნდობლობა,საკუთარ თავში ჩაკეტვა, აგრესიულობა და ა.შ

ასეთ მდგომარეობაში მიმართავს ექიმს და თითქმის ყოველთვის, ექიმისგან ღებულობს გულგრილობას. ზოგი გულგრილობას იმით ამართლებს, რომ ასეთი პაციენტი მას “მილიონი “ ყავს ნანახიდა ყველას ვერ დაუწყებს სათითაოდ ყურადღების მიქცევას.

ექიმს ყველანაირი უპირატესობა გააჩნია პაციენტის მიმართ და შეუძლია მას, ისე მოიქცეს პაციენტის თანდასწრებით, როგორც თვითონ თვლის. შეიძლება ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია, მაგრამ ელემენტარული პაციენტთან ქცევის წესები არ იცოდეს. წესები — არა ის, რასაც უფროსები გვასწავლიან ბავშვობიდან: კულტურულად უპასუხე, ზრდილობიანად მოიქეცი და ა.შ არამედ ჩამოყალიბებული და დანერგილი წესები, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებში გამოიყენებენ. (მაგალითად, კალგარი -კემბრიჯის მოდელი )

თუ პაციენტი ,თავისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე იქცევა “არასწორად” , ამ დროს ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალიც “ არასწორად” პასუხობს — ეს არ არის გამართლებული ქცევა.

ეს ნიშნავს, რომ პერსონალს არ გააჩნია პაციენტთან კომუნიკაციის უნარები — ცალკე დისციპლინა. ვისაც აქვს კარგად გათვითცნობიერებული, შესწავლილი და დასწავლილი სამედიცინო კომუნიკაციის წესები და იყენებს ამ უნარებს, პირველ რიგში ,თვითონ იცავს წონასწორობას ნებისმიერ რთულ სიტუაციაში, წამებში შეუძლია შეფასება რა ტიპის პაციენტი დგას მის წინაშე და როგორი სიტყვები და ფრაზები გამოიყენოს , როგორ შეარჩიოს სწორი პოზა საუბრისას რომ ისედაც დასტრესილი პაციენტი კიდევ მეტ გაუგებრობაში არ ჩააგდოს.საკუთარი თავი კი გადაწვისგან იხსნას.

აქ კომენტარების სქრინებს მოვათავსებ, რომელიც “სასოწარკვეთილ” პაციენტებს ეკუთვნით:


1.



2.





2 views0 comments