Search

პაციენტთან კომუნიკაცია

Updated: Nov 1, 2021


პაციენტის კარგად დახვედრა გვესმის, ისე როგორც ჩვენი ეროვნულ/კულტურული თვისებები გვაძლევს საშუალებას. სინამდვილეში, პაციენტთან კომუნკაცია მხოლოდ ღიმილით და მობრძანდით, დაბრძანდით არ შემოიფარგლება. ეს ნიშნავს პაციენტთან ურთიერთობის აწყობას თანმიმდევრული ნაბიჯებით , რომლის სწავლაც ყველას შეუძლია. ეს გვაძლევს საშუალებას დავზოგოთ დრო, დავსვათ სწორი კითხვები, გამოვიკვლიოთ პაციენტის მოთხოვნა /მოლოდინები და შვქმნათ ორმხრივი ნდობის ფაქტი,რაც გამოიწვევს პაციენტის დამყოლობას — გამოგყვეთ, დაგიჯეროთ, შეასრულოს რეკომენდაციები და ხანგრძლივ პერსპექტივაში ,მკურნალობით იყოს კმაყოფილი .

კომუნიკაციის მცნებები

1. კლინიკაში მოსული პაციენტი არ არის თქვენი საკუთრება.მისი დრო- ეს მისი დროა,თუნდაც 10 წუთი,- ეს არჩევანი მისი არჩევანია,ეს ფასეულობა მისი ფასეულობა — და ის შეიძლება არ ემთხვეოდეს თქვენსას.

2. პაციენტთან კომუნიკაცია — ეს არ ნიშნავს მისთვის მხოლოდ სასიამოვნოს გაკეთებას არამედ ეს არის შესაძებლობა გაიგოთ რა უნდა პაციენტს,გაუდვილოთ პაციენტს თქვენი რეკომენდაციების გაგება/აღქმა- ნიშნავს მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმირების საფუძველზე და მკურნალობის შედეგოთ დარჩეს კმაყოფილი.

3. დაუთმეთ დრო დ ყურადღება კონტაქტის დამყარებაში და შენარჩუნებაში, თქვენ ვერ შეძლებთ პირველი შთაბეჭდილების შექმნას მეორედ — გაიღიმეთ შეხვედრისას, შეხედეთ პაციენტს, მიეცით საშუალება პაციენტს აირჩიოს მისთვის მიმართვის ფორმა, გამოიჩინეთ თანაგრძნობა.

4. გახსოვდეთ, თქვენმა არავერბალურმა ქცევებმა და ინტონაციამ შეიძლება მეტი უთხრას პაციენტს, ვიდრე იმან , რასაც სიტყვებით გადმოსცემთ ( გამომეტყველება, პოზიცია, თვალების მოძაობა, წარბების აწევა თუ ასისტენტისთვის რამის მინიშნება )

5. შეაგროვეთ ინფორმაცია პაციენტის აზრების, შფოთვის და მოლოდინების შესახებ გამოკვლევის დაწყებამდე, რადგან ამ ინფორმაციის მიღება გაზრდის თქვენს სანდოობას და ასევე საშუალებას გაძლევთ უფრო ეფექტურად ჩაატაროთ გამოკვლევა, აუხსნათ სიტუაცია და ჩართოთ პაციენტი დისკუსიაში.

6. სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენება პაციენტთან, არ ნიშნავს თქვენს მაღალპროფესიონალიზმს, უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ნათქვამი პაციენტისთვის იყოს გასაგები.

7. მიეცით პაციენტს საშუალება ილაპარაკოს, იფიქროს, არ დაგეთანხმოს, შეაგროვოს რამდენიმე ექსპერტის დასკვნა გადაწყვეტილების მისაღებად — ნუ განსჯით, ეს არის თქვენი ნდობისა და პაციენტის მიღების დემონსტრირება.

8. ის, რაც თქვენთვის ნათელია და აშკარაა, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რაც პაციენტისთვის გასაგები, აშკარა და ღირებულია.

9. პაციენტს აქვს უფლება უარი თქვას გამოკვლევაზე და პირველ კონსულტაციაზე მხოლოდ გაცნობის მიზნით მოვიდეს.

100-დან 95 ექიმი წაიკითხავს ,დაეთანხმება ან არ დაეთანხმება, იტყვის: “ჩვენთან სხვა სამყაროა’,”სხვანაირი პაციენტები არიან”… და გააგრძელებს ისე მუშაობას , როგორი ხედვაც ჩამოუყალიბდა თვითონ. შედეგად — სულ უკმაყოფილოა ,სულ ნერვიულობს და თვლის , რომ სამყარო ძალიან უსამართლოა ,”ვისაც არ უნდა -ნუ იმკურნალებს-სხვაგან წავიდეს…..”

და რა არის შედეგი ამ შემთხვევაში?…..

გამოსწორება შესაძლებელია,მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ძალიან გსურთ და გაქვთ დიდი მიმღებლობა, იცით რომ შედეგი ერთ დღეში არ დგება და მას ყოველდღიურად უნდა ვარჯიში სასურველი შედეგის მისაღებად.

რა უნარებს უნდა ფლობდეს ექიმი პაციენტთან ურთიერთობისას?კონსულტაციის ჩატარების წესები,ნდობის მოპოვება მკურნალობის წარმატებული შედეგის მისაღებად, პაციენტთან კომუნკაციის უნარები.

ექიმის კომპეტენციები:

სამედიცინო,პროფესიონალური — HARD SKILLS

არასამედიცინო, კომუნიკაციის უნარები — SOFT SKILLS


თუ ეს საკითხი თქვენთვის აქტუალურია, შეგიძლიათ დაგეგმოთ

ტრენინგი თქვენს კლინიკაში

“ექიმი/პაციენტის კომუნიკაცია დღეს”

გაიარეთ რეგისტრაცია პირველადი გასაუბრებისთვის, სადაც მომიყვებით მდგომრეობას თქვენს კლინიკაში,რატომ გსურთ ამ ტრენინგის გავლა , რა არის სუსტი წერტილი და ა.შ

შემდეგ , შევარჩევთ ტრენინგის თარიღს და ფორმატს თქვენი ექიმებისთვის.


ტრენინგამდე, შეიძინეთ წიგნი



49 views0 comments