Search

სამედიცინო მარკეტინგის თავისებურებები

ზოგიერთი ევროპული ქვეყნის კლინიკების გამოცდილების მიხედვით


სამედიცინო მარკეტინგი: მისი მახასიათებლები

ნებისმიერი მარკეტინგის მთავარი კონცეფცია არის მომხმარებლის კმაყოფილება.

გამონაკლისი არც სამედიცინო მარკეტინგია.

თუმცა, აქ ადამიანის მოთხოვნილება არის მომსახურების მიღების მოთხოვნილება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით


.სამედიცინო მარკეტინგის თავისებურებაა განსხვავება სიტყვას „სურს“ და „ სჭირდება“-ს შორის. საქმე იმაშია, რომ ეს დამოკიდებულია მკურნალობის მიმღების , პაციენტის მოტივაციაზე.


აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მარკეტინგი მედიცინაში:

უნდა იყოს აგებული მხოლოდ პაციენტის საჭიროებებზე - გამოჯანმრთელებაზე, ზოგჯერ კი გადარჩენაზე მიმართული ;

არ უნდა იყოს დაფუძნებული კლინიკის ან ინდივიდუალური ექიმის მოთხოვნილებებზე, რომ გაყიდოს საკუთარი მომსახურება.


ანუ საუბარია თანამედროვე სამედიცინო მარკეტინგზე, რომელიც აგებულია მედიცინაში სოციალური და ეთიკური მარკეტინგის კონცეფციაზე. სხვა გზით, მას ასევე უწოდებენ შემომავალ მარკეტინგს.

სხვა სფეროებში უფრო ხშირად ვხვდებით გარე მარკეტინგს - მომსახურების ან ნივთების პირდაპირ გაყიდვა რეკლამით ,, ელ-წერილებით , ცივი ზარებით და ა.


და სწორედ ეს კონცეფცია,შიდა ( შემომავალი ) მარკეტინგი ემყარება უცხოური კლინიკების სამედიცინო მარკეტინგის საფუძველს.

ამიტომ, საკუთარი მარკეტინგული ტექნოლოგიის შესაქმნელად, პირველ რიგში, უნდა შეცვალოთ სამედიცინო მარკეტინგის განმარტება საკუთარ თავში.


ფაქტი: ტერმინი „სამედიცინო მარკეტინგი“ ხშირად ესმით, როგორც სამეწარმეო საქმიანობა. მისი ამოცანაა ,ხელი შეუწყოს სამედიცინო სერვისების გავრცელებას ,მათი მწარმოებლიდან (ექიმი, სხვა სამედიცინო პერსონალი) პაციენტის მიმართულებით.

სინამდვილეში , მედიცინის გაგებით, სამედიცინო მარკეტინგის განმარტება ჟღერს პაციენტების საჭიროებების შესწავლას სამედიცინო სერვისებზე და ხელს უწყობს მათ სრულ დაკმაყოფილებას. დეფინიციებში განსხვავება ისაა, რომ უცხოურ კლინიკებში ყოველთვის პირველ ადგილზეა პაციენტის ინტერესები“, ჩვენთან სხვა მიდგომაა ჯერ კიდევ.


რამდენად უწყობს ხელს მარკეტინგი ,ევროპულ მედიცინაში, პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილებას სამედიცინო სერვისებში?

ევროპაში , წამლების მარკეტინგისა და სამედიცინო სერვისების პოპულარიზაციაში მთავარ როლს ასრულებს კონტენტ მარკეტინგი.


უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ პაციენტებმა სრულად გაიგონ ყველა ინფორმაცია მათთვის საჭირო სერვისების შესახებ. და ამიტომ, ევროპის კლინიკების მაგალითზე, პაციენტებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას არაერთი განსხვავება აქვს: ის ფაქტიურად „ღეჭავს“, ძალიან დეტალურად ხსნის, დაავადების და მკურნალობის შესახებ ინფომაციას,პაციენტისთვის გასაგებ ენაზე; არ არსებობს რთული სამედიცინო ტერმინები ისტატიებში,პოსტებში და სხვ., რომელიც მიმართულია პაციენტისკენ.


ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ასე დეტალურად, სამედიცინო ტერმინოლოგიის გარეშე, ტექსტი არაპროფესიონალურია, მაგრამ თუ ვსაუბრობთ დაწერილის გაგების ხარისხზე, ეს დიდი პლუსია. ვინაიდან ხშირად პაციენტები და ზოგჯერ მათი ახლობლები ,ავადმყოფობის ან შოკის ქვეშ არიან - დასმული დიაგნოზიდან და ასეთ მომენტში ისინი ვერ ახერხებენ სამედიცინო ცნებებიდან "კროსვორდების "ამოხსნას.

თუ დაკვირვებიხართ, ყველა პოსტი სოციალურ ქსელში თუ სხვა სერვისებზე საუბრობს მხოლოდ იმაზე ,თუ რა მაგარი კლინიკა გვაქვს, რა მაგარი აპარატურა და რთული სამედიცინო ტერმინოლოგიით აღწერს მკურნალობის მეთოდებს ან დიაგნოზის დასახელებას. პაციენტი ხშირად ვერ იგებს მას და ვერ ხვდება , როდესაც ყველა კლინიკა თითქმის ერთნაირ წინადადებას აწვდის, ვერ ხვდება როგორ მიიღოს გადაწყვეტილება და ვის მიმართოს.


სამედიცინო პერსონალის გადმოსახედიდან ,ყველაფერი სწორად შეიძლება დაიწეროს. მაგრამ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი სამედიცინო განათლება, ინფორმაცია დაავადების შესახებ ხშირად ისევე გაუგებარია, როგორც "ჩინური წერილი". პაციენტი სამედიცინო ინფორმაციის შესწავლისას, ცხადია, მისთვის უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც აფრთხობს მას და შესაძლოა უარყოფითი აზრიც კი გამოიწვიოს გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.


WOM-მარკეტინგი


სამედიცინო მომსახურების( ეს სიტყვა ბევრში იწვევს გაღიზიანებას,თუმცა მხოლოდ მიჩვევა გვჭირდება) WOM-მარკეტინგის აგენტები თავად პაციენტები და მათი ნათესავები არიან. ისინი აყალიბებენ რეალურ შეფასებებს( გამოხმაურებები), მიღებული სამედიცინო სერვისების შესახებ, სამედიცინო დაწესებულების სოციალური მედიის ( გვერდი სოც. ქსელებში, საიტი...)და მათ პირად ანგარიშებზე( პირადი პროფილი). ამას ხელს უწყობს ინტერნეტ კავშირის კარგი ხარისხი, რომელზეც წვდომა უფასოა ყველა პაციენტისთვის და კლინიკის ვიზიტორებისთვის.


სამედიცინო მომსახურების ამ ტიპის მარკეტინგის განხორციელებისას, კლინიკის პერსონალის ძირითადი ამოცანებია:

.მომსახურების ხარისხი;

.კლინიკის ყველა პერსონალის პასუხისმგებლობა პაციენტების საჭიროებებზე, დამლაგებლიდან ხელმძღვანელამდე


ამ ყველაფერზე პაციენტების რეაქცია მყისიერია და ნებისმიერი ნეგატიური შემთხვევის ასახვა მაშინვე გვხვდება ინტერნეტში.

ამის თავიდან ასაცილებლად კლინიკაში უნდა ტარდებოდეს პაციენტებთან და მათ ნათესავებთან კომუნიკაციის ტრენინგები.

სამედიცინო მომსახურების სფეროში მარკეტინგის თავისებურებები ისაა, რომ პაციენტები ძირითადად ხელმძღვანელობენ არა იმდენად სარეკლამო ინფორმაციით, რამდენადაც რეკომენდაციებითა და მიმოხილვებით,რომელიც განთავსებულია კლინიკის გვერდზე.


სამედიცინო პერსონალი მოტივირებული და მობილიზებული უნდა იყოს პაციენტის დადებითი გამოხმაურების შექმნაზე. და ეს სავსებით გამართლებულია, რადგან ადამიანები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, უპირველეს ყოვლისა, იწყებენ რჩევის მოძიებას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ქონდა იგივე დაავადება,რაც მას აქვს და იმკურნალეს. პაციენტები მეტად ენდობიან მათ, ვისაც მსგავსი ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ვიდრე პირდაპირ რეკლამას.


გასათვალისწინებელია, რომ კლინიკების კედლებზე სერთიფიკატებისა და დიპლომების ჩამოკიდება არ არის მიღებული. მას ასევე არ აქვს სარეკლამო გავლენა პოტენციურ პაციენტებზე. სერთიფიკატების და დიპლომების ნახვა შესაძლებელია მხოლოდ მენეჯერების ოფისებში და მხოლოდ იმიტომ, რომ იქ იმართება საქმიანი მოლაპარაკებები.


ჯანდაცვის მარკეტინგის კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც ყურადღებას იპყრობს, არის მარკეტინგი, რომელიც დაფუძნებულია პაციენტთან ურთიერთობაზე. ის აყალიბებს ნდობას ექიმსა და პაციენტს შორის. ეს, თავის მხრივ, მოქმედებს როგორც გარანტია იმისა, რომ პაციენტი არათუ წავა სხვა კლინიკაში, არამედ გააგრძელებს კონსულტაციას, მკურნალობას და მეთვალყურეობას ამ ექიმის ქვეშ და ამ კლინიკაში.


როგორ ყალიბდება ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის


სავალდებულო ხელის ჩამორთმევა.

პირველი ელემენტი, რომელიც აუცილებელია სანდო ურთიერთობის დასამყარებლად, არის სავალდებულო ხელის ჩამორთმევა ყოველ ჯერზე, როცა ექიმი და პაციენტი ხვდებიან. უნგრეთის კლინიკებში ხელის ჩამორთმევა არის სამედიცინო ეტიკეტის ელემენტი, რომლის დაცვაც ჩვეულებრივია, ისევე როგორც ევროპული მკურნალობის პროტოკოლები.


ფაქტი: პროფესორმა გრეგორი მაკულმა, დოქტორმა, სამედიცინო კომუნიკაციებისა და კლინიკის მარკეტინგის მკვლევარმა, გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი კვლევა 2007 წელს შინაგანი მედიცინის არქივში. კვლევა დაფუძნებული იყო 400 პაციენტის გამოკითხვაზე, რომელთაგან 78%-მა გამოთქვა სურვილი, რომ ექიმმა ხელი ჩამოართვა მათ შეხვედრისას“.



პაციენტებისთვის ექიმის ხელის ჩამორთმევა არის პარტნიორის ფსიქოლოგიური კონტაქტი, რომელთანაც ისინი მუშაობენ ერთ რამეზე - გამოჯანმრთელებაზე.

პაციენტებისთვის, ხელის ჩამორთმევა ამაღლებს თვითშეფასებას და ამცირებს შფოთვას, რომელიც გამოწვეულია დიაგნოზით და მომავალი მკურნალობით. ზოგიერთი პაციენტი აღარ გრძნობს თავს „კეთროვნად“, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიაჩნიათ, რომ ექიმი მათ ზიზღის გამო არ ეხება. ხელის ჩამორთმევა, როგორც სამედიცინო ეტიკეტის ელემენტი, უზრუნველყოფს ექიმსა და პაციენტს შორის სანდო ურთიერთობის გარანტიას. ეს, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მკურნალობის ეფექტურობაზე, ასევე გავლენას ახდენს ექიმისა და კლინიკის შესახებ გამოხმაურებაზე, რომლებიც ახლახან ხდება მარკეტინგის წამყვანი ელემენტი საზღვარგარეთ მედიცინაში.


არ ვიცი ეს რამდენად არის მიღებული და დანერგილი საქართველოში, თუმცა კარგი იქნებოდა რომ იყოს.


მკურნალობის პროტოკოლის ღიად გაცნობა პაციენტისთვის

ექიმსა და პაციენტს შორის სანდო ურთიერთობის დამყარების შემდეგი ელემენტია მკურნალობის პროტოკოლის შესახებ ინფორმაციის ღიაობა.

პაციენტს ეცნობა ოპერაციის ან მკურნალობის პროტოკოლი, მისი ვიზუალიზაცია რუქის ფორმატში, შესაძლო შედეგების მითითებით.

საბედნიეროდ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას შეუძლია უზრუნველყოს ყველა სტატისტიკური მონაცემი დაავადების მიმდინარეობის შესახებ ,კონკრეტული მკურნალობის პროტოკოლის გამოყენებისას. თუ სანდო ურთიერთობაში, პირველი ელემენტი ზრდის პაციენტის ლოიალობას კლინიკის მიმართ, მაშინ მეორე ელემენტი უნებურად ხელს უწყობს პაციენტის შეფასება იყოს უფრო კომპეტენტური - ინტერნეტში მიმოხილვის სახით ან WOM მარკეტინგული ფორმატით.



დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო მარკეტინგი უცხოურ პრაქტიკაში არის ისეთივე გონივრული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული, როგორც თავად სამკურნალო პროტოკოლები. და ეს გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით იმ კლინიკებისთვის, რომლებიც გეგმავენ უცხოურ აუდიტორიაზე გასვლას( სამედიცინო ტურიზმი) და მარკეტინგული კამპანიების ჩატარებას მედიცინაში.


აქ მოყვანილი მცირე ჩამონათვალის გათვალისწინება , ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებისთის არის სასარგებლო . ასეთი მიდგომა ათავისუფლებს კლინიკას და პერსონალს შემბოჭველი , წლებით ჩამოყალიბებული ,თანამედროვეობისთვის შეუსაბამო დოგმატური აზროვნებისგან .


და აქაც გავიმეორებ: სამედიცინო მარკეტინგი არ არის რეკლამა, რომელიც მიმართულია ექიმის "მომსახურების" გაყიდვაზე - არა, არა, არა!

არამედ, მიმართულია პაციენტებთან პარტნიორული დამოკიდებულების შექმნის , კმაყოფილების გაზრდის, გამოჯანმრთელების და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის





9 views0 comments