Search

“ბავშვი”, ”დიდი” თუ “მშობელი” ?

რომელ პოზიციაში ხართ უმეტეს შემთხვევაში







იმის შემდეგ,რაც მედიცინა ჩამოყალიბდა როგორც დისციპლინა, ექიმი /პაციენტს ურთიერთობის სცენარი თითქმის არ შეცვლილა. ეპოქები იცვლება, იზრდება სამედიცინო ცოდნა, ყალიბდება და მეტად სრულყოფილი ხდება მკურნალობის მეთოდები,ჩნდება ეფექტური სამკურნალო საშულებები…. თუმცა , ამ ორ ადამიანს შორის — ვინც ავადაა , წუხს და ვისაც შეუძლია განკურნება — ურთიერთობის არსი არ იცვლება: პაციენტი ნდობით აღჭურვილი მიდის ექიმთან, საკუთარი შერყეული ჯანმრთელობის გამოსასწორებლად. როგორია პაციენი ექიმის ურთიერთობა 21-ე საუკუნეში? შეიცვალა რამე წლების განმავლობაში? ექიმების უმრავლესობა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს , ფიქრობენ- მე ვარ ექიმი, ის -პაციენტი და მე რასაც ვეუბნები ,მისმენს ის უნდა შეასრულოს.

მოდით , ვიყოთ გულწრფელები — საუკუნეების განმავლობაში დამუშვებული ურთიერთობის სქემებში, ყველაფერი არც ისე მარტივადაა და მითუმეტეს არც გასაგები… იმიტომ, რომ დროსთან ერთად ადამიანები იცვლებიან და დღეს, გლობლური კომპიუტერიზაციის ეპოქაში, პაციენტი უფრო ინფორმირებულია,მომთხოვნია და თუ გსურთ, თქვენი პროფესიონალიზმიც არ დაიკარგოს, მოგვიწევს შეცვალოთ მიდგომები და ვიცოდეთ - როგორ პაციენტს როგორ ესაუბროთ. მე-20 საუკუნის 60 -იან წლებში ამერიკელმა ფსიქოთერაპევტმა ერიკ ბერნმა ჩამოაყალიბა მეცნიერული თეორია- „ტრანსაქციული ანალიზი“ ( ურთერთობის ანალიზი). მის მიხედვით, ადამინებმა ურთიერთობისას, პრიორიტეტულად შეილება დაიკავონ ერთერთი პოზიცია შემდეგი სამიდან:

მშობელი

ზრდასრული

ბავშვი — აღსანიშნავია, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, დაყოფა არ ხდება ასაკის მიხედვით.

განვიხილოთ თითოეული

„მშობელი“ — აქტიური როლი, რომელიც გულისხმობს:მზრუნველობას,დასჯას, განსჯას, აკრძალვას, მფარველობას, შეფსებას,ხელმძღვნელობას, გამხნევებას.

„ზრდასრული“- მოსაუბრესთან ირჩევს თანაბარ როლს,მშვიდ, გააზრებულ, ფაქტებზე დაყრდნობილ,ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ურთიერთობას.

„ბავშვი“ — ადვილად დამყოლი,ჭირვეული,უსუსური,ითხოვს თანაგრძნობას, მეტ ყურადღებას,დაუცველი.

როდესაცგვაქვს ცოდნა ამ ქცევითი ტიპების შესახებ, შეგვიძლია იდენტიფიცირება და ვფლობთ ურთიერთობის ინსტრუმენტებს — კომუნიკაცია მყარდება უკეთესად და მცირდება კონფლიქტური შემთხვევების რიცხვი პაციენტებთან თუ პერსონალთან მიმართებაში. მაგალითი. თქვენ — ​ექიმი. გიწვევენ მორიგ შეკრებაზე კლინიკაში. თქვენ ბევრი საქმე გაქვთ,ათასი რამე გაქვთ მოსაგვარებელი და ფიქრობთ, რომ ეს შეკრება უადგილოა, რადგან არაფერი ახალის მომტანი ის არაა,ისეთივე იქნება , როგორც ყოველთვის- უსარგებლო და მოსაწყენი. რა აზრები მოგდით თავში პირველ რიგში?

პირველი გაფიქრება: «არ წავალ, ახალს არაფერს იტყვიან,წყლის ნაყვაა“

მეორე: „ ალბათ ჯობია წავიდე,სხვები ხომ მიდიან, იქნებ მართლა იყოს რამე ახალი“

მესამე: „ რას ვიზამ, სხვა გზა არ მაქვს, რადგან აქ ვმუშაობ და ეს ჩემი არჩევანია, უნდა მივიდე“

ტრანსაქციული ანალიზის თვალსაზრისით, პირველ შემთხვევაში ფიქრობთ როგორც „ბავშვი“, მეორე- „მშობეი“, მესამე- „ზრდასრული“

რას გვაძლევს ტრანსაქციული ანალიზი ექიმი- პაციენტის ურთიერთობისას?

რა პოზიციიდანაც მოქმედებს პაციენტი მიღებაზე- ამის შეფასების უნარით შეძლებთ სიტუაციის მართვას. უფრო ხშირად,პაციენტები ირჩევენ „ბავშვის“ როლს, ექიმი — „მშობლის“. ეს დამოკიდებულება არ მუშაობს — ინფანტილურ პაციენეტს მთლიანი პასუხისმგებლობა გადააქვს ექიმზე .ამავე დროს,მას შეიძლება დაავიწყდეს წამლის მიღება, დაარღვიოს რეჟმი, არ მივიდეს განმეორებით ვიზიტზე და ა.შ……

გაგრძელება იქნება….

ტრენინგები სამედიცინო პერსონალისთვის

პაციენტის მოზიდვის გზები

ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების გამოყენება სამედიცინო ცენტრებისთვის

პაციენტი /ექიმის კომუნიკაცია

პირველად პაციენტთან კონსულტაციის უნარები

კლინიკის ადმინისტრატორების ტრენინგი

Soft skills — სამედიცინო პერსონალისთვის

კონსალტინგი

ხარისხის მენეჯმენტი ( ლინ)

ქოუჩინგი კლინიკის ხელმძღვანელებისთვის

ორგანიზაციული ქოუჩინგი

ფინანსური ანალიზი

ყველა ეს ტრენინგი შეგიძლიათ შეუკვეთოთ და გამოიყენოთ თქვენი კლინიკისთვის.

თუ ფიქრობთ , რომ გჭირდებათ ცვლილებები გაუმჯობესებისთვის, თუ გაქვთ საუკეთესო სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებები,მაგრამ არ გაკმაყოფილებთ პაციენტების რაოდენობა და შესაბამისად ,შემოსავალი, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

2 views0 comments