Search

ახალი ტენდენციები სტომატოლოგიაში და რას ნიშნავს ის პაციენტებისთვის

არც ისე დიდი ხნის წინ, სტომატოლოგთან მისვლა შიშთან ასოცირდებოდა, რადგან ამის მიზეზები მართლაც არსებობდა.



ტექნოლოგიების განვითარება, სამკურნალო პროცედურების დახვეწა და კლინიკის მართვის სისტემები ,ცვლის სტომატოლოგიაზე წარმოდგენას.

სტომატოლოგია ამ მხრივ წინ წავიდა და ზოგიერთი ინოვაცია უამრავ კომფორტს სთავაზობს პაციენტებს. რას უნდა ელოდოს პაცინეტი სტომატოლოგისგან, რომელიც მათ სტომატოლოგიურ პროცედურებს სთავაზობს.


3D ბეჭდვა


3D ბეჭდვამ გავლენა მოახდინა ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე და სტომატოლოგიური ინდუსტრიაც არ არის გამონაკლისი.

ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს დაბალ ხარჯებს გვირგვინების, ელაინერების, ვინირებისა და სხვა ორთოდონტიული კონსტრუქციების დამზადებაში. დაბალი ფასი,შემცირებული დრო და ზუსტი მორგება - ეს ის ბენეფიტებია, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ტექნოლოგიები ჯერ კიდევ ვითარდება და ექსპერტებსაც კი არ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ, თუ რას მიენიჭება უპირატესობა მომავალში.


ლაზერი


ლაზერული ტექნოლოგია ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა სტომატოლოგიაში. ამის მიზეზი არის აპლიკაციების მრავალფეროვნება და ლაზერების უპირატესობები: კბილების გათეთრებიდან დაწყებული კარიესთან ბრძოლამდე, ღრძილების ფორმის შეცვლა, ბაქტერიციდული მოქმედება და მრავალი სხვა.

ლაზერების მრავალფეროვნების გარდა, მთავარი უპირატესობაა მკურნალობის სიზუსტე და სიჩქარე. ეს ნიშნავს, პაციენტების კომფორტის მნიშვნელოვან ზრდას, როგორც გაცილებით ნაკლები ტკივილისა და დისკომფორტის, ასევე მკურნალობის დროის შემცირების თვალსაზრისით.

ლაზერის კიდევ ერთი სარგებელი არის აღდგენისა და შეხორცების დროის შემცირება.



კომფორტი


მსოფლიოში სულ უფრო მეტი სტომატოლოგიური კლინიკა იყენებს ტექნოლოგიის იმ მიღწევებს, რომელიც პაციენტს რეალურად უქმნის კომფორტს. აქ იგულისხმება სტომატოლოგთან ვიზიტზე დისტანციურად ჩაწერა, კვლევის და კონსულტაციის შედეგების გაგზავნა, მომსახურების საფასურის დისტანციურად გადახდა. ეს ნიშნავს , პაციენტმა ნაკლები დრო გაატაროს კლინიკაში და დაკარგოს დრო აქეთ-იქით სიარულში,როდესაც ეს დრო შეიძლება პირადი საჭიროებებისთის გამოიყენოს. ეს სტრესს ამცირებს.

პაციენტებს ,ახლა შეუძლიათ იხილონ ვირტუალური სურათები, თუ როგორ გამოიყურებიან ორთოდონტიული პროცედურების დასრულების შემდეგ. ეს აძლევს მათ დიდ კომფორტს და თავდაჯერებულობას, რაც აუმჯობესებს მკურნალობის საერთო გამოცდილებას.



ხელოვნური ინტელექტი AI


ხელოვნური ინტელექტი უკვე აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა - ეს დღევანდელი რეალობაა და სტომატოლოგები, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროს წარმომადგენლები, მას ნერგავენ.

AI-ს შეუძლია აიღოს აღრიცხვის, მონაცემთა ანალიზისა და ოფისის სხვა ფუნქციების მზარდი რაოდენობა, რაც ათავისუფლებს სტომატოლოგს საბუთებისგან, რათა შეინარჩუნოს პაციენტზე ზრუნვის უმაღლესი დონე.


სოციალური მედია


პაციენტის ჩართულობა (Patient involvement) თანამედროვე სტომატოლოგიის ძირითადი კომპონენტია.

სოციალური მედიის გამოყენება ბლოგების, პოსტების, ვიდეოებისა და საინფორმაციო ბუკლეტების სახი,თ სტომატოლოგებს საშუალებას აძლევს, შეატყობინონ პაციენტებს სტომატოლოგიის უახლესი მოვლენების, ახალი ფუნქციებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის და მათგან მიღებული სარგებელის შესახებ. პაციენტს ამით უქმნით კომფორტს და საშუალებას აძლევთ მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ, აირჩიოს თქვენი კლინიკა თუ სხვას მიმართოს და ა.შ



54 views0 comments